სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტელეკომპანია “მთავარის” იმერეთის ბიუროს მანქანიდან ვიდეოკამერა და პირდაპირი ჩართვის აპარატი გაიტაცეს

29 ოქტომბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

ტელეკომპანია “მთავარის” იმერეთის ბიუროს მანქანიდან ვიდეოკამერა და პირდაპირი ჩართვის აპარატი გაიტაცეს

ტელეკომპანია “მთავარის” იმერეთის ბიუროს მანქანიდან ვიდეოკამერა და პირდაპირი ჩართვის აპარატი გაიტაცეს.

ძარცვა ტელეკომპანიის ოპერატორის თვალწინ მოხდა. რეზი ბურჯანაძემ მძარცველი დაინახა და დაედევნა, თუმცა ვერ დაიჭირა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, მძარცველს თანამზრახველი ჰყავდა. ბოროტმოქმედებმა მიმალვა შეძლეს.

ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიცია იმყოფება და საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს.

როგორც ცნობილი ხდება, ჩართვის აპარატი რამდენიმე წუთის წინ იპოვეს.