ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხეს შეეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის ჯგუფები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი,ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.