სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გორთან მომხდარ ტრაგედიას “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ემსხვერპლნენ

30 ოქტომბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

გორთან მომხდარ ტრაგედიას “ნაციონალური მოძრაობის”  წევრები ემსხვერპლნენ

“ნაციონალური მოძრაობის” შემაჯამებელი აქციიდან მომავალ მიკროავტობუსს, გორთან ახლოს თურქული ნომრებით მოძრავი ტრაილერი შეეჯახა. გარდაცვლილია 6 ადამიანი, დაშავებულია 10.

დაღუპულებს შორის სუს-ის რეგიონალური განყოფილების ყოფილი უფროსი ილია (ირაკლი) გაწერელიაა, ასევე დაღუპულია ყოფილი საოლქო პროკურორის როლანდ ახალაიას ძმისშვილი ელვარდ ახალაია და ვიცე-პოლკოვნიკი, ყოფილი ძალოვანი ოთარ ჯიქია.

შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით დაიწყო.

უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა – ზუგდიდისკენ მიმავალ მიკროავტობუსს, რომელშიც ჩვენი მხარდამჭერები ისხდნენ, ტრაილერი დაეჯახა, გარდაცვლილთა ოჯახებს ვუსამძიმრებთ, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ! – წერენ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები სოციალურ ქსელში.

დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.