ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მეორე ტური იქნება – ზაზა ლომინაძემ 40,51%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ -36,14% აიღო

1 ნოემბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში მეორე ტური იქნება – ზაზა ლომინაძემ 40,51%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ -36,14% აიღო

ქუთაისის 59 საოლქო საარჩევნო კომისიამ 130-ვე უბნის ხმა დათვალა. ამ წუთებში ოლქების მონაცემების დაჯამება მიმდინარეობს და პარალელურად ცესკოს გვერდზე იტვირთება.

წინასწარი მონაცემებით, პარტია “ქართულმა ოცნებამ” 41,58%, “ნაციონალურმა მოძრაობამ” 29,72 პროცენტი აიღო.

“გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი” – 6,65%, “ევროპული საქართველო”- 3,81%, “გირჩი: 3,09%; “ლელო” – 2,99, “პატრიოტთა ალიანსი” – 2,52, “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები” – 1,17.

რაც შეეხება მაჟორიტარებს, ამ მონაცემებით მეორე ტური იქნება ქუთაისში. “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ 40,51%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 36,14 % აიღო.

მერობის კანდიდატებს შორის კი ხმები ასე გადანაწილდა – ქართული ოცნებიდან იოსებ ხახალეიშვილმა 46,10% აიღო, გრიგოლ შუშანიამ კი 31,47%.