ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება

1 ნოემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება

მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს – 21 ნოემბერს ჩატარდება. მასში მაჟორიტარობის ის ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, ვინც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მოიპოვა. მიმდინარე მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით არსებული 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური გაიმართება თბილისის 8-ვე ოლქში, ასევე რეგიონების 6 ოლქში.

არჩევნების მეორე ტური გაიმართება ქუთაისში. აქ “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა ლომინაძემ 40,51%, ხოლო გრიგოლ ვაშაძემ 36,14 % აიღო.