ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსის 387 ახალი შემთხვევაა

4 ნოემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

იმერეთში კორონავირუსის 387 ახალი  შემთხვევაა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირების 2 295 შემთხვევიდან იმერეთში – 387 შემთხვევაა.

კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემების შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“დღეს გამოვლენილი 2 295 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 989 შემთხვევა, აჭარაში – 387, იმერეთში – 387, ქვემო ქართლში – 166, შიდა ქართლში – 133, გურიაში – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 97, კახეთში – 47, მცხეთა-მთიანეთში – 33, სამცხე-ჯავახეთში – 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – არ დაფიქსირებულა შემთხვევები”0, განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მისი ინფორმაციით, პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 46 817-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 537 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31 170-მდე გაიზარდა.

სამწუხაროდ, 24 საათში გარდაიცვალა 19 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 ადამიანი, აჭარაში – 9, იმერეთში – 6, შიდა ქართლში – 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 381 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 330 პირი, საიდანაც თბილისში – 2 735, აჭარაში – 12 427, იმერეთში – 4 025.