ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ვითხოვთ მოპარული არჩევნების დარუნებას” – აქცია ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიასთან

5 ნოემბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“ვითხოვთ მოპარული არჩევნების დარუნებას” – აქცია ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიასთან

ხმაური და ხალხმრავლობაა ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიასთან. ოპოზიციური პარტიების წევრები და მხარდამჭერები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

“ხელისუფლებამ არჩევნები მოიპარა და მოვითხოვთ მოპარული არჩევნების დარუნებას”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათივე მტკიცებით, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ თითქმის ყველა ოქმი გადაიწერა.

შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია გაყალბებულად აცხადებს. საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.