კორონავირუსით საჩხერის სამედიცინო ცენტრში პაციენტი გარდაიცვალა. ხანშიშესული ქალი კლინიკაში 3 ნოემბერს შეიყვანეს.
კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, გარდაცვლილს პნევმონია და გულის პრობლემები აწუხებდა. მისი მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კლინიკაში 90-მდე დადასტურებული და რამდენიმე საკვლევი პაციენტი ყავთ.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა.