სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მირჩევნია ჩემი სიცოცხლე შეწყდეს, ვიდრე ამ უნამუსო რეჟიმის დროს პოლიტიკოსი მერქვას – ნიკა მელია

8 ნოემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

მირჩევნია ჩემი სიცოცხლე შეწყდეს, ვიდრე ამ უნამუსო რეჟიმის დროს პოლიტიკოსი მერქვას – ნიკა მელია

მე მირჩევნია ჩემი სიცოცხლე შეწყდეს, ვიდრე ამ უნამუსო რეჟიმის პირობებში პოლიტიკოსი მერქვას. ამის შესახებ ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ თბილისში პარლამენტის წინ მრავალათასიანი მიტინგისას განაცხადა.

მისი თქმით, ოლიგარქი ქართველი ხალხის დაღლას ელოდება.

„დაველოდოთ 8 საათამდე, ვინმე პასუხის ღირსად თუ გაგვხდის. ოლიგარქი ელოდება, რომ ქართველი ხალხი დაიღლება. ჩვენ თუ დავიღლებით, ეს იმედი მას შეუსრულდება. მე მირჩევნია ჩემი სიცოცხლე შეწყდეს, ვიდრე ამ უნამუსო რეჟიმის დროს პოლიტიკოსი მერქვას“, -განაცხადა მელიამ.

შეგახენებთ, ოპოზიციამ ხელისუფლებას სამი მოთხოვნა წაუყენა, რისი შესრულებისთვის დრო საღამოს 8 საათამდე მისცა. ეს მოთხოვნებია: 1. ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები;

2. გადადგეს თამარ ჟვანია და კომისიები სამართლინი წესით დაკომპლექტდეს;

3. გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები.