ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, იმერეთში კორონავირუსის 782 ახალი შემთხვევაა.
“დღეს გამოვლენილი 2 927 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 033 შემთხვევა, აჭარაში – 411, იმერეთში – 782, ქვემო ქართლში – 130, შიდა ქართლში – 74, გურიაში – 53, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 150, კახეთში – 133, მცხეთა-მთიანეთში – 79, სამცხე-ჯავახეთში – 59, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 23”, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 393 პირი.
ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 24 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 13 ადამიანი, აჭარაში – 5, იმერეთში – 4, შიდა ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი.
ქვეყანაში, ჯამში, 499 გარდაცვალების შემთხვევა.
პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 60 680-ს შეადგენს.