ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალტუბში #58-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის აქცია გაიმართა

11 ნოემბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

წყალტუბში #58-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან  ოპოზიციის აქცია გაიმართა

წყალტუბში #58-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან აქცია გაიმართა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა წყალტუბოს, სამტრედიის, ხონისა და ვანის გაერთიანებულ ოლქში შემაჯამებელი ოქმების დაწერის პროცესი გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების თქმით, არჩევნები გაყალბდა და საჩივრები სასამართლოშია გადაგზავნილი, ამიტომ შემაჯამებელი ოქმები ჯერ არ უნდა დაიწეროს.

“შემაჯამებელი ოქმები ამ დრომდე დაუბალანსებელია და საოლქო კომისია შემაჯამაბელ ოქმს ზეპირსიტყვიერად წერს”, -აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ოპოზიციის მხარდამჭერები მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციების გაგრძელებით იმუქრებიან.

ადგილზე მცირე ხმაურიც იყო, აქციის მონაწილეები კომისიის წევრებს გაყალბებული არჩევნების გამო საყვედურობენ.