ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსისგან 102 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

13 ნოემბერი, 2020 • ანა ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსისგან 102 წლის ქალი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 102 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. მოხუცი ხანდაზმულთა სახლში დაინფიცირდა.

პაციენტი კლინიკიდან ხვალ გაეწერება. ის კლინიკაში 2 კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 78 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის 2 პაციენტი კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

14 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

იმერეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 513 შემთხვევა გამოვლინდა