ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა

16 ნოემბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

თერჯოლის კლინიკაში კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა

კორონავირუსით ორი პაციენტი გარდაიცვალა თერჯოლის კლინიკაში. კლინიკა “თერჯოლამედის” დირექტორის დავით სარიშვილის თქმით, გარდაცვლილი 71 წლის მამაკაცი თერჯოლის მკვიდრი იყო, ის კლინიკაში 14 ნოემბერს შეიყვანეს, მას თანმდევი დაავადებები ქონდა.

ასევე მძიმე იყო 72 წლის ქალის მდგომარეობა. პაციენტი კლინიკაში 13 ოქტომბერს ტყიბულიდან თანმდევი დაავადებებით შეიყვანეს. ამ დროისთვის კლინიკაში მყოფი 16 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, კლინიკაში ასი პაციენტი ყავთ.