ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 117 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გამოვლენილი შემთხვევებიდან იმერეთში 302 დაფიქსირდა.
“დღეს გამოვლენილი 3 117 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარაში – 469, იმერეთში – 302, ქვემო ქართლში – 259, შიდა ქართლში – 173, გურიაში – 61, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 355, კახეთში – 117, მცხეთა-მთიანეთში – 86, სამცხე-ჯავახეთში – 65, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28”, -ბერდია სიჭინავამ.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 18, აჭარაში – 9, იმერეთში – 9, შიდა ქართლში – 2, ქვემო ქართლში – 5, კახეთში – 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 778 გარდაცვალების შემთხვევა. ხოლო პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს – 85 952-ს.