ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ერთ პაციენტი გარდაიცვალა. 65 წლის მამაკაცი კლინიკაში 8 ნოემბერს ქუთაისიდან შეიყვანეს.
ექიმ ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, პაციენტს ორმხრივი პნევმონია და გულის უკმარისობა აღენიშნებოდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო და გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამ დროისთვის კლინიკაში 77 პაციენტი ყავთ, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
პაციენტებს შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.