ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გამოვლენილი შემთხვევებიდან იმერეთში 538 დაფიქსირდა.
“დღეს გამოვლენილი 3 697 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 256 შემთხვევა, აჭარა – 664, იმერეთი – 538, ქვემო ქართლი – 243, შიდა ქართლი – 175, გურია – 127, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 304, კახეთი – 238, მცხეთა-მთიანეთი – 91, სამცხე-ჯავახეთი – 55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6”- განაცხადა სიჭინავამ.
მისივე თქმით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 409 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 73 877-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 16, აჭარაში – 8, იმერეთში – 8, შიდა ქართლში – 1, ქვემო ქართლში – 3, ხოლო კახეთში – 2 ადამიანი.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 853 გარდაცვალების შემთხვევა.
პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 93 092-ს.