ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

21–22 ნოემბერს გადაადგილებაზე 22:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს

20 ნოემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

21–22 ნოემბერს გადაადგილებაზე 22:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს

21–22 ნოემბერს გადაადგილებაზე 22:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს. ამის შესახებ ცვლილება “იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.

ცვლილება იმ მუნიციპალიტეტებს შეეხება, სადაც არჩევნების მეორე ტური იმართება.

ცვლილების თანახმად, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, 21 – 22 ნოემბერს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება.

მთავრობის დადგენილება “საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნდა.