თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიარაღებული პირია შეჭრილი. ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და აცხადებს, რომ ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
საპატრულო პოლიციის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ერთ შეიარაღებულ პირს 9 მძევალი ყავს აყვანილი.
შშს-ს ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე , სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.
შშს მედიას შემთხვევის ადგილიდან პირდაპირი ტრანსილაციის შეწყვეტა მოითხოვა.