ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში, მეორე ტურში ამომრჩევლის აქტივობამ 21,85 პროცენტი შეადგინა

21 ნოემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში,  მეორე ტურში ამომრჩევლის აქტივობამ 21,85 პროცენტი შეადგინა

ქუთაისში მოქმედი 130 საარჩევნო უბანი ზუსტად რვა საათზე დაიხურა. #59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 33823-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 21,85%-ია.

პირველი ტურში მონაწილეობა 50, 85%-მა მიიღო.

ამ დროისთვის საოლქო კომისიაში ხუთი საჩივარია შესული. ყველა საჩივარი პროცედურულ დარღვევაზე. მეორე ტურით, ქუთაისში როგორც მაჟორიტარი დეპუტატის, ასევე მერის არჩევა მოხდა.