ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ჭიათურაში კოვიდის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

21 ნოემბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ჭიათურაში კოვიდის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

გარდაცვლილი მედიკოსი “ჯეო ჰოსპიტალსის” ჭიათურის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში მუშაობდა.

ექიმი თვეების განმავლობაში თავად იბრძოდა კორონავირუსის წინააღმდეგ. კლინიკის დირექტორის დავით ბიწაძის ინფორმაციით, ექიმს კორონავირუსი ორი კვირის წინ აღმოაჩნდა.

გარდაცვლილს თანმდევი დაავადებები, მათ შორის დიაბეტი აღენიშნებოდა, რამაც მდგომარეობის დამძიმება გამოიწვია.