სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში სტუდენტები ტრანსპორტზე შეღავათების დაწესების მოთხოვნით აქციას მართავენ

24 ნოემბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ქუთაისში სტუდენტები ტრანსპორტზე შეღავათების დაწესების მოთხოვნით აქციას მართავენ

ქუთაისში სტუდენტები ტრანსპორტზე შეღავათებს ითხოვენ. მათი თქმით, მერიამ უკვე შემოიყვანა მუნიციპალური ტრანსპორტი და შესაძლებელია სტუდენტებს შეღავათი დაუწესონ.

სტუდენტები დღეს მერიასთან შეიკრიბნენ, ხელისუფლებას ერთი წლის გაცემული დაპირება შეახსენეს და თქვეს, რომ მზად არიან აღნიშნული საკითხზე იმსჯელონ.

მათი თქმით, სტუდენტებს დღეში რამდენჯერმე უწევთ ტრანსპორტით სარგებლობა და მსგავსად სხვა დიდი ქალაქებისა აუცილებელია, შეღავათი.