ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 264 დაფიქსირდა

25 ნოემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

კორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 264 დაფიქსირდა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 264 დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 071 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 314 შემთხვევა, აჭარა – 523, იმერეთი – 264, ქვემო ქართლი – 104, შიდა ქართლი – 44, გურია – 106, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 232, კახეთი – 214, მცხეთა-მთიანეთი – 165, სამცხე-ჯავახეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 197. მათ შორის, 6 145 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 712, აჭარაში – 1 010, იმერეთში – 1 241.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 886 პირი, მათ შორის, თბილისში – 405, აჭარაში – 140, იმერეთში – 214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პირი, მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 49, იმერეთში – 42.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.