ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რას გეგმავს ოპოზიცია პარლამენტის შეკრების დღეს, ცნობილია

28 ნოემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

რას გეგმავს  ოპოზიცია  პარლამენტის შეკრების დღეს, ცნობილია

რას აპირებს ოპოზიცია მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს, ცნობილია. როგორც “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ პარლამენტის შეკრების პირველ დღეს პარლამენტის წინ ხელს მოაწერენ სიმბოლურ დოკუმენტს, რომელიც სამ პუნქტს მოიცავს:

„ვინც შევიდა, ის დეპუტატები ხელს მოაწერენ, რომ უარს ამბობენ შესვლაზე.

პარტიები ჩახსნიან რეგისტრაციას, რომ პარტიების ჩანაცვლება არ მოხდება

და მესამე – ყველა მოაწერს ხელს, რომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ოპოზიცია ამაში არის ერთიანი,”– განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, ოპოზიცია არ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და ბარიერგადალახული 8 პარტია პარლამენტში შესცვაზე უარს აცხადებს, მათი მოთხოვნა ახალი საარჩევნო ადმინისტტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების გამართვაა.