ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

პროტესტის 35-ე დღე – რიონისხეობის მოსახლეობა დახმარებისათვის კელი დეგნანს მიმართავს

29 ნოემბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

პროტესტის 35-ე დღე – რიონისხეობის მოსახლეობა დახმარებისათვის კელი დეგნანს მიმართავს

რიონისხეობის მოსახლეობამ ნამოხვანჰესის წინააღმდეგ მორიგი აქცია გამართა. ადგილობრივები მშენებლობის შეჩერებას და კომპანია “ენკას” გასვლას მოითხოვენ.

პროტესტის 35-ე დღეს მოსახლეობამ დახმარებისთვის ამერიკის საელჩოს მიმართა. მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მათ პროტესტს არ ისმენს, ამიტომ საკითხით დაინტერესებას კელი დეგნანს თხოვენ.

აქციის მონაწილეებს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები შეუერთდნენ.