სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევაა

30 ნოემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

იმერეთში კორონავირუსის  517 ახალი შემთხვევაა

ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 517 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

თბილისში გამოვლენილია 1 622 შემთხვევა, აჭარა-313, იმერეთი-517, ქვემო ქართლი-187, შიდა ქართლი-82, გურია-19, სამეგრელო-ზემო სვანეთი-160, კახეთი-161, მცხეთა-მთიანეთი-77, სამცხე-ჯავახეთი-74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-4.

ამ დროისაათვის იმერეთის საავადმყოფოებში 1 240 ადამიანი მკურნალობს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 937 პირი, ხოლო გარდაიცვალა 37 ადამიანი. სულ ქვეყნის მაშტაბით კოვიდით გარდაცვალების 1 267 შემთხვევაა.