ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

საქართველოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა გაზაფხულზე შემოვა – ამირან გამყრელიძე

30 ნოემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

საქართველოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა გაზაფხულზე შემოვა – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, covax პლატფორმის (ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი) გავლით საქართველოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა, სავარაუდოდ, მარტ-აპრილში შემოვა.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ვაქცინის შეძენაზე მოლაპარაკებები, კოვაქს-პლატფორმის მიღმაც, პირდაპირ კომპანიებთანაც მიმდინარეობს.

„ეხლა პარასკევსაც დიდი ტელეკონფერცია გვქონდა ასტრა ზენეკასთან და ოქსფორდის ვაქცინასთან და მათთან ეგრეთ წოდებულ პირდაპირ შესყიდვებთან დაკავშირებით. ასევე ჩვენი საელჩოების მეშვეობით რამოდენიმე ქვეყანასთან ვმუშაობთ მწარმოებლებთან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 37 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1267-მდე გაიზარდა.