კორონავირუსით ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი გარდაიცვალა. ლია ბიბილეიშვილი სამტრედიის კოვიდკლინიკაში მკურნალობდა, მისი მდგომარეობა მძიმე იყო და დღეს გარდაიცვალა.
გარდაცვლილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში ცხოვრობდა.
ლია ბიბილეიშვილი ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა.