ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სასტიკი ყაჩაღობა ფერსათში – მოხუცი ცოლ-ქმარი საავადმყოფოშია გადაყვანილი

1 დეკემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

სასტიკი ყაჩაღობა ფერსათში – მოხუცი ცოლ-ქმარი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ყაჩაღობის ფაქტი ბაღდათში, სოფელ ფერსათში მოხდა. სასტიკადაა ნაცემი 80 წლის მამაკაცი. მას თავში იარაღის კონდახი აქვს ჩარტყმული

როგორც გუგუციძეების ოჯახის ახლობლები აცხადებენ, მოხუცი ცოლ-ქმარი ბაღდათის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე პირი ოჯახში კომენდატის საათის დროს შეიჭრა. ისინი ითხოვდნენ ფულს. რადგან ოჯახს საკმარისი თანხა არ ქონდა, მოხუცებული ცოლ-ქმარი სასტიკად ცემეს. ყაჩაღებმა მცირედი თანხის წაღება შეძლეს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე – ყაჩაღობას მუხლით დაიწყო.