სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

უცხო ქვეყნებიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების იზოლაციის წესები იცვლება

2 დეკემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

უცხო ქვეყნებიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების იზოლაციის წესები იცვლება

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელ ნეგატიურ დოკუმენტს წარმოადგენენ, დაექვემდებარებიან 8-დღიან თვითიზოლაციას. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ტესტის პასუხის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, მოქალაქეები კარანტინის ნაცვლად გადავლენ 12-დღიან თვითიზოლაციაში.

ხოლო ვისაც არ ექნებათ თვითიზოლაციის საშუალება, სახელმწიფო უზრუნველყოფს კოვიდ სასტუმროებში მათ განათავსებს.

მისივე თქმით, ასევე შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც კოვიდვაქცინაციის უზრუნველყოფის კუთხით მუშაობს.