ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“კლინიკა ბომონდის” კოვიდცენტრში პაციენტრი გარდაიცვალა

3 დეკემბერი, 2020 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

“კლინიკა ბომონდის” კოვიდცენტრში პაციენტრი გარდაიცვალა

კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით ქუთაისში 84 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. პაციენტი “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

მას კოვიდინფექციასთან ერთად, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და გულის შეგუბებითი უკმარისობა აღენიშნებოდა. პაციენტს ასევე გადატანილი ჰქონდა ინსულტი.

მედიკოსების მიერ გატარებული რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კოვიდცენტრში ამ დროისთვის 125 კოვიდდადებითი პაციენტია. სამი თვის განმავლობაში ვირუსი 500-მა პაციენტმა დაამარცხა.