ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი – 6 დეკემბრის მონაცემები

6 დეკემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი – 6 დეკემბრის მონაცემები

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, 24 საათში ჩატარდა 14 396 ტესტი; გამოვლინდა Covid-19-ის 4 321 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა – 4 301 პირი.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 162 475-ს.

რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, იმერეთში 564 ახალი შემთხვევა დაფიქსიერდა

“ინფიცირების 4 321 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 615 შემთხვევა, აჭარაში – 491, იმერეთში – 564, ქვემო ქართლში – 395, შიდა ქართლში – 253, გურიაში – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 433, კახეთში – 236, მცხეთა-მთიანეთში – 175, სამცხე-ჯავახეთში – 76, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 6”-ნათქვამია შტაბის ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 27 434. მათ შორის, 6 897 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 994, აჭარაში – 1 035, იმერეთში – 1 334. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 066 პირი, მათ შორის, თბილისში – 493, აჭარაში – 157, იმერეთში – 245. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 420 პირი, მათგან თბილისში – 187, აჭარაში – 88, იმერეთში – 48. 3 969 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 282 – თბილისში, 1 942 – აჭარაში, 428 – იმერეთში. 16 568 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 282 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -346, აჭარაში – 262, ხოლო იმერეთში – 28.

შტაბის ცნობით, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევაა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე ინფექციამ 1 504 ადამიანი შეიწირა.