ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ექიმების ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში 6,5%ია, რაც ცუდი მაჩვენებელი არაა” – ტიკარაძე

7 დეკემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

“ექიმების ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში 6,5%ია, რაც ცუდი მაჩვენებელი არაა” – ტიკარაძე

ექიმების ინფიცირების მაჩვენებელი დღეს საქართველოში არის 6,5%, ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს წევრების მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ექიმების ინფიცირების მაჩვენებელი დღეს საქართველოში არის 6,5%, ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი. რამდენადაც მე ვიხსენებ, ჩვენ გვქონდა უფრო მაღალი, 11%-ზე მაღალი მაჩვენებელი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო რეაგირებს იმ პრობლემებზე, რაც გვაქვს. ზაფხულის პერიოდში ჩვენ გადავამზადეთ ოჯახის და სოფლის ექიმების 90%, 43 კლინიკის ექიმი – ჩვენ ამ ტრენინგებს ვაგრძელებთ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ცოდნის გადაცემა ექიმიდან ექიმზე, ვინაიდან ამ ტრენინგების შინაარსი არცთუ ისეთი რთულია, რომ მათი დაცვა და აღსრულება მუშაობის პროცესში იყოს რთული”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სისტემა მედპერსონალის გარეშე ვერ დარჩება ექიმების ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად და ქვეყანაში არსებობს ის რესურსი, რომელიც კოვიდპაციენტების მართვისთვის არის საჭირო.