ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

8 დეკემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

იმერეთში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა  დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 673 დაფიქსირდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადების თანახმად, ქვეყანაში ვირუსის გამოვლენის მაჩვენებლები ასე განაწილდა;

დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 729 შემთხვევა, აჭარაში-339, იმერეთში-673, ქვემო ქართლში-419, შიდა ქართლში-354, გურიაში-126, სამეგრელო-ზემო სვანეთში-388, კახეთში-384, მცხეთა-მთიანეთში-109, სამცხე-ჯავახეთში-111, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-41.

ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 893 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 141 392-მდე.

სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევაა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 576 გარდაცვალების შემთხვევა.