სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კოვიდინფიცირების 823 ახალი შემთხვევაა

9 დეკემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

იმერეთში კოვიდინფიცირების  823 ახალი შემთხვევაა

ბოლო 24 საათში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 4 734 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 823 შემთხვევაა დაფიქსირებული.

მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე იმერეთის კლინიკებში 247 პაციენტი იმყოფება. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 52 პაციენტი.

393 პირია იმერეთის კოვიდ-სასტუმროში. საკარანტინე სივრცეებში კი მოთავსებულია 27 ადამიანი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევაა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 614 გარდაცვალების შემთხვევა.