ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ინფექციურში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

12 დეკემბერი, 2020 • ანა ლიპარიშვილი • 1

ქუთაისის ინფექციურში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. 70 წლამდე მამაკაცს ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადება, გულ-სისხლძარღვთა პრობლემა ჰქონდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკაში 81 პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან კრიტიკულად მძიმეა 5.

“24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 1 პაციენტი, 70 წლამდე მამაკაცი, რომელსაც თანმდევი დაავადება ჰქონდა. ის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, გუშინ მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,”- განაცხადა მაღლაფერიძემ.

24 საათის განმავლობაში კლინიკიდან 5 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს, მიიღეს 9 ინფიცირებული.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდინფექციით 50 ადამიანი გარდაიცვალა.