მოხუცებს, მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, საახალწლო ნობათები გადაეცემათ. ამის შესახებ იმერეთის რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ რეგიონის მერებთან ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, იმერეთის მასშტაბით სოციალური აქციით 10 000-მდე ოჯახი ისარგებლებს.
“ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, რეგიონში მცხოვრებ მოხუცებს, მრავალშვილიან და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, ნობათები გადაეცემათ. იმერეთის მასშტაბით სოციალური აქციით 10 000-მდე ოჯახი ისარგებლებს. რაც შეეხება ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტის დარიგებას, მუნიციპალიტეტებში გაცემა უკვე დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს”, -განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად 2021 წლის პრიორიტეტებზეც იმსჯელა. ვიდეოკონფერენციას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: ბესიკ გოფოძე და ლევან კიკნაველიძე ესწრებოდნენ.