ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კოვიდინფიცირების 338 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

18 დეკემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

იმერეთში კოვიდინფიცირების 338 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ვირუსით ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 338 ფიქსირდება.

მთავრობის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 635 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 134 შემთხვევა, აჭარაში – 230.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 449, საიდანაც, 6 680 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 867, აჭარაში – 798, იმერეთში – 1 350.

ამ ეტაპზე იმერეთში 269 მძიმე პაციენტია, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 53.

მხარის კოვიდსასტუმროებში 124 პირია განთავსებული, 7 ადამიანია საკარანტინე სივრცეში.

ქვეყანაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 002 პირი ემსხვერპლა.