ბაღდათში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი მოცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა მამა-შვილი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.