ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსის 111 შემთხვევა გამოვლინდა

21 დეკემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

იმერეთში კორონავირუსის  111 შემთხვევა გამოვლინდა

ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლენილი ინფიცირების 824 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 333 შემთხვევა, აჭარა – 84, იმერეთი – 111, ქვემო ქართლი – 67, შიდა ქართლი – 78, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 41, კახეთი – 35, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 22 628, საიდანაც, 6 627 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 903, აჭარაში – 747, იმერეთში – 1 347. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 094 პირი, მათ შორის, თბილისში – 526, აჭარაში – 133, იმერეთში – 236. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი, მათგან თბილისში – 219, აჭარაში – 40, იმერეთში – 63. 1 824 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 690 – თბილისში, 800- აჭარაში, 123 – იმერეთში. 14 177 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში ვირუსით გარდაცვალების 46 შემთხვევა დაფიქსირდა.