ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 497 დაფიქსირდა

22 დეკემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

ინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 497 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარა – 191, იმერეთი – 497, ქვემო ქართლი – 246, შიდა ქართლი – 244, გურია – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 264, კახეთი – 196, მცხეთა-მთიანეთი – 63, სამცხე-ჯავახეთი – 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.

მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 910, საიდანაც, 6 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

თბილისის საავადმყოფოებში – 2 787, აჭარაში – 692, იმერეთში – 1 293 ადამიანი მკურნალობს.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 104 პირი, მათ შორის, თბილისში – 534, აჭარაში – 123, იმერეთში – 242.

მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი, მათგან თბილისში – 216, აჭარაში – 37, იმერეთში – 62.

1 671 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 603 – თბილისში, 747 – აჭარაში, 110 – იმერეთში. 13 881 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 470 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 137, ხოლო იმერეთში – 6.

ბოლო 24 საათში ვირუსით 42 ადამინანი გარდაიცვალა.