საქალაქთაშორისო და მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაანონსებული შეზღუდვების მოხსნა აღარ მოხდება. ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის მაია ცქიტიშვილის თქმით, გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას უკავშირდება. ” 24 დეკემბრიდან შეძღუდვების სემსუბუქების მიუხედავად, ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. ასევე ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული”,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ცნობისთვის, შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებს.
საქალაქთაშორისო და მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები არ იხსნება
22 დეკემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები