ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კოვიდის 1 881 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 259 შემთხვევა დადასტურდა

25 დეკემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

კოვიდის 1 881 ახალი შემთხვევიდან იმერეთში  259 შემთხვევა დადასტურდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 881 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 863 შემთხვევა, აჭარა – 97, იმერეთი – 259, ქვემო ქართლი – 168, შიდა ქართლი – 145, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 112, კახეთი – 108, მცხეთა-მთიანეთი – 54, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 165, საიდანაც, 5 969 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 687, აჭარაში – 584, იმერეთში – 1 196. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 068 პირი, მათ შორის, თბილისში – 522, აჭარაში – 121, იმერეთში – 239. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი, მათგან თბილისში – 187, აჭარაში – 64, იმერეთში – 74. 1 542 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 603 – თბილისში, 668 – აჭარაში, 112 – იმერეთში. 12 654 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა.