ბოლო 24 საათში ჩატარებული 14 421 ტესტის შედეგად, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 1 784 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
გამოვლენილი შემთხვევებიდან თბილისში 801 შემთხვევაა, აჭარაში – 121, იმერეთში – 281.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 791, საიდანაც, 5 701 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 606, აჭარაში – 528, იმერეთში – 1 134.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 013 პირი, მათ შორის, თბილისში – 501, აჭარაში – 109, იმერეთში – 234.
მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 379 პირი, მათგან თბილისში – 195, აჭარაში – 32, იმერეთში – 74.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 119 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 200 339-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 352 პირი ემსხვერპლა.