ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ინფიცირების 1 097 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 185 დაფიქსირდა

27 დეკემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

ინფიცირების 1 097 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 185 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 097 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 484 შემთხვევა, აჭარაში – 81, იმერეთში – 185.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 655, საიდანაც, 5 677 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 613, აჭარაში – 541, იმერეთში – 1 108.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 009 პირი, მათ შორის, თბილისში – 505, აჭარაში – 106, იმერეთში – 214.

მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 441 პირი, მათგან თბილისში – 200, აჭარაში – 84, იმერეთში – 67.

1 393 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 523 – თბილისში, 620 – აჭარაში, 100 – იმერეთში.

8 585 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 420 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 187, აჭარაში – 135, ხოლო იმერეთში – 13.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსს ჯამში 2 377 პირი ემსხვერპლა.