კოპიტნარის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს COVID-19-ზე სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის უფასო იმუნიზაცია/ვაქცინაცია ჩაუტარდათ.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსის, ბესიკ ჭანტურიას ინფორმაციით, დევნილებს ნებაყოფლობითი, ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება და სეზონური გრიპის ვაქცინაცია ქუთაისის დევნილთა საოჯახო ცენტრ „ბიჭვინთა“-ს ექიმებმა გაუკეთეს.
დევნილებს მედიკამენტები, პირბადეები და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებები გადაეცათ.