ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ინფიცირების 2012 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 367 დაფიქსირდა

29 დეკემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

ინფიცირების 2012 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 367 დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 837 შემთხვევა, აჭარა – 125, იმერეთი – 367.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 735, საიდანაც, 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 570, აჭარაში – 488, იმერეთში – 1 055.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მათ შორის, თბილისში – 513, აჭარაში – 101, იმერეთში – 209. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი, მათგან თბილისში – 188, აჭარაში – 29, იმერეთში – 52.

1 287 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 478- თბილისში, 569 – აჭარაში, 92 – იმერეთში.

5 968 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 401 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 209, აჭარაში – 92, ხოლო იმერეთში – 13.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 25 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 2 443 პირი ემსხვერპლა.