ქუთაისის “ტორპედო” ახალი სეზონიდან კვლავ უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას. ინფორმაციას “ტორპედოს” ადმინისტრაცია ავრცელებს. გუნდის აღმასრულებელი დირექტორის, პაპუნა მელაძის განცხადებით, კლუბი 2021 წელს დავალიანების გარეშე შეხვდება. ,,ტორპედო” ქუთაისმა დაიწყო დავალიანების დაფარვა, რომელიც გუნდს 3 წლის განმავლობაში ჰქონდა. გამომდინარე აქედან, კლუბს აღებული ლიცენზია არ ჩამოერთმევა და ახალი სეზონიდან კვლავ უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას”, – აცხადებს პაპუნა მელაძე.
“ტორპედო” ახალი სეზონიდან კვლავ უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას
29 დეკემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები