სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან იმერეთში239 დაფიქსირდა

31 დეკემბერი, 2020 • ნიუპრესი • 1

ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან იმერეთში239 დაფიქსირდა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 710 შემთხვევა, აჭარა – 78, იმერეთი – 239, ქვემო ქართლი – 63, შიდა ქართლი – 130, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 108, კახეთი – 105, მცხეთა-მთიანეთი – 47, სამცხე-ჯავახეთი – 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 162, საიდანაც, 5 104 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 315, აჭარაში – 451, იმერეთში – 1 007.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 004 პირი, მათ შორის, თბილისში – 466, აჭარაში – 98, იმერეთში – 246. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პირი, მათგან თბილისში – 200, აჭარაში – 28, იმერეთში – 49.

1 167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 443 – თბილისში, 512 – აჭარაში, 85 – იმერეთში.

6 891 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 431 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 173, აჭარაში – 71, ხოლო იმერეთში – 68.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 221 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 813 პირი, აჭარაში – 2 728, იმერეთში – 3 644.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 505 პირი ემსხვერპლა.