ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის დეკანოზი კორონავირუსით გარდაიცვალა

3 იანვარი, 2021 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის დეკანოზი კორონავირუსით გარდაიცვალა

კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახური დეკანოზი თეოდორე გამეზარდაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას “საპატრიარქოს უწყებანი” ავრცელებს.

ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მამა თეოდორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ დაამძიმა. ის მკურნალობას კლინიკაში გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დეკანოზი თეოდორე დასვენებულია თერჯოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში. ეპარქიაში კორონავირუსით უკვე მეორე სასულიერო პირი დაიღუპა.