ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

4 იანვარი, 2021 • ნიუპრესი • 1

იმერეთში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 594 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლინდა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 963 პირი, ხოლო 25 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 628 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 594 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარა – 64, იმერეთი – 87, ქვემო ქართლი – 24, შიდა ქართლი – 20, გურია – 32, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 64, კახეთი – 44, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

გამოვლენილი შემთხვევების შემცირება უკავშირდება ტესტირების შემცირებულ რაოდენობას. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 3 845 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 199 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 646 PCR ტესტით.